logo_geo
eng_logo
კასპში ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

27 ოქტომბერი. 2021. 11:39

 

 

კასპში, კოსტავას ქუჩა #81-ში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელი სახლის ეზოში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ეზოში ასფალტი იგება, რომლის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენდი როუდი“ ახორციელებს.

 

ქალაქში 19 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ეზოს მოასფალტების სამუშაოები ტარდება, რომლის ღირებულება 392 391 ლარია.

 

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner