logo_geo
eng_logo
მდინარაძე სააკაშვილზე: ამოსავალი წერტილი იქნება ის, რაც სჭირდება სააკაშვილის ჯანმრთელობას და არა მის და „ნაცმოძრაობის“ ლიდერების კაპრიზებს
- +

27 ოქტომბერი. 2021. 13:10

 

 

„ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოშიმშილე პატიმარი - ყველასთვის იქნება თანაბარი პირობები. დასჭირდება გადასვლა კლინიკაში - შესთავაზებენ, უარს იტყვის - ამოსავალი წერტილი იქნება ის, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება და არა მის და „ნაცმოძრაობის“ ლიდერების კაპრიზებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორც ყველა მოშიმშილე პატიმრის მიმართ. პატიმარს გაუკეთებენ ყველაფერს, რაც მის ჯანმრთელობას დასჭირდება - არც მეტს და არც ნაკლებს. თუ რაღაც რისკი იქნება, ეს რისკი გამოირიცხება. თუ კვლევა იქნება ჩასატარებელი - ჩაუტარებენ, რა მეთოდით და როგორ, ამას თვითონ გადაწყვეტენ. იუსტიციის სამინისტრო იზრუნებს იმაზე, რომ შიმშილობამ, ეგრეთ წოდებულმა თუ ნამდვილმა, არ მოიტანოს ცუდი შედეგი სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner