logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: თუ ზეწოლას ახორციელებდნენ, დღეს ასე დამტკბარი რატომ არის ჩვენი პრეზიდენტი?!
- +

28 ივლისი. 2016. 18:02



„გიორგი პაპუაშვილი არის ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწე",- ამ სიტყვებით აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეაფასა.


„გიორგი პაპუაშვილი არის ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწე. თავისი ბუნებით ის არის ყალთაბანდი და ამორალური ადამიანი. მისი ამორალურობა ჯერ კიდევ მაშინ დამტკიცდა, როდესაც ბინიდან გამოასახლეს ადამიანი და პაპუაშვილმა ეს ბინა სააკაშვილისგან 1 000 ლარად იჩუქა.

მისი ყველა განცხადება მიმართულია სახელმწიფოს დაშლისკენ",- განაცხადა ჯაველიძემ.


ასევე ჯაველიძემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ჯაველიძის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.


„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მდიდარი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობდა, ჰოდა, ამიტომ დააკონკრეტოს, რომელ სიძეზეა ლაპარაკი.

თუ ზეწოლას ახორციელებდნენ, დღეს ასე დამტკბარი რატომ არის ჩვენი პრეზიდენტი, რომ ვეტო არ დაადო ბევრ ვეტოდასადებ კანონს?

როგორი პრეზიდენტია და როგორაა არჩეული, ყველამ კარგად ვიცით. თამაშობს, ვითომ დამოუკიდებელია. დამოუკიდებელი კი არა, დადის და დასეირნობს",- განაცხადა ჯაველიძემ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner