ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განიხილეს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობა და ბენეფიციართა ჩართულობა.
2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით, ასევე სხვადასხვა სერვისით 50 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
შეხვედრაზე იმსჯელეს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში ახალი პროგრამების გათვალისწინებასა და არსებულის განახლებასთან დაკავშირებით.
მომდევნო წლისთვის ჯანდაცვის მიმართულებით იგეგმება შემდეგი სიახლეების განხორციელება: