logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მთავარია, ვინ იღუპება - იღუპება აუცრელი ადამიანი
- +

27 ოქტომბერი. 2021. 13:56

 

 

„აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მთავარია, ვინ იღუპება - იღუპება აუცრელი ადამიანი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ დელტა შტამი უფრო გადამდებია.

 

„ადამიანს ვირუსი როცა ემართება, იქ დიდი განსხვავება არ არის, კორონას რომელი შტამი დაემართება. ამას ეპიდემიოლოგებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან დელტა შტამი გაცილებით უფრო გადამდებია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner