logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: რუსეთი ავღანეთის მეზობლებს მოუწოდებს, არ დაუშვან აშშ-ის და NATO-ს სამხედრო ყოფნა თავიანთ ტერიტორიებზე
- +

27 ოქტომბერი. 2021. 14:09

 

 

„რუსეთი ავღანეთის მეზობლებს მოუწოდებს, არ დაუშვან აშშ-ის და NATO-ს სამხედრო ყოფნა თავიანთ ტერიტორიებზე“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ავღანეთის მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ ავღანეთს ყოველთვის საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისთვის საჭირო ინსტრუმენტივით ექცეოდა.

 

სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლური პოლიტიკის შედეგად, ავღანეთი არის ქვეყანა, რომელმაც რეალურად ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს და ნანგრევებიდან უნდა აღდგეს.

 

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ტერორისტები, რომლებიც საკუთარ თავს დევნილებად წარმოაჩენენ, მეზობელ ქვეყნებში შეღწევას ცდილობენ.

 

შეხვედრას ირანის, ჩინეთის, პაკისტანის, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ესწრებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner