„ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ და ამ იდეოლოგიამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, შეიკრიბოს ღია ცის ქვეშ და ამ უფლებას თუ ართმევენ ისინი ჩვენი მოსახლეობის რომელიმე სეგმენტს, სწორედ აქ ჩანს და არის დასტური, რომ ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ და ამ იდეოლოგიამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ და აკეთებდნენ იმას, რომ რიყავდნენ, რეცხავდნენ, ართმევდნენ ქონებას და აპატიმრებდნენ.
ეს არის ის ძალა, რომელსაც დღეს უბრალოდ „ეს კბილები“ არ აქვს, რომელიც მას ჰქონდა, როდესაც იყო ხელისუფლებაში და ვერ ახორციელებს იმ იდეებს, რომელიც აქვს და მხოლოდ სიტყვიერად გვესმის და ვხვდებით, რასთან გვექნება საქმე, თუკი მათ ორი გრამი ძალაუფლება დაუბრუნდებათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.