logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: წმინდა წყლის ვაჭრობასთან გვაქვს საქმე
- +

28 ივლისი. 2016. 18:30


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს მოსამართლეებზე, მათ შორის თავად პაპუაშვილზეც. მსგავსი ტიპის განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე განხორციელდა ზეწოლა.  ამ თემებზე „რეპორტიორთან" ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე  საუბრობს.


„მეეჭვება, მსგავს ფაქტს ჰქონდეს ადგილი, თუმცა, გამოძიება უნდა ჩადგეს საქმის კურსში. რაც შეეხება პაპუაშვილს, ეს ადამიანი შემჩნეულია,  როგორც დემაგოგი და სანამ რაიმე ტიპის ზეწოლაზე  გააკეთებს განცხადებას,  მოსამართლეებმა ჯერ სხვისთვის წართმეული  ბინები დატოვონ  და მერე ისაუბრონ მორალსა და ზნეობაზე", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

ხაჭაპურიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტიც და პაპუაშვილიც ძველ ხრიკებს მიმართავენ და „წმინდა წყლის ვაჭრობასთან" გვაქვს საქმე:


„პოლიტიკულ სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. პაპუაშვილი ცდილობს, ისე მოიქცეს, რომ სამომავლოდ რაღაც თანამდებობა მაინც მიიღოს. წმინდა წყლის ვაჭრობასთან გვაქვს საქმე. ანალოგიურად იქცევა მარგველაშვილიც,  ვაჭრობს ხელისუფლებასთან. ისინი ახალს არაფერს აკეთებენ.  27 წელია ამ  კონცერტებს ვუყურებთ. უმჯობესის, რამე სხვა მეთოდები გამოიყენონ,  რომ გაგვაოცონ", - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner