„თავისუფლების მოედანზე“ აქციის გასამართად მზადება მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან მთავარი მოედნისკენ მოემართებიან. „თავისუფლების მოედანზე“ ლიდერების პოლიტიკური განცხადებები, მიმართვები 17:00 საათიდან დაიწყება. მანამდე კი ამ წუთებში ადგილზე ხმის გამაძლიერებლები და მონიტორები მონტაჟდება, რითაც მოქალაქეებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს საშუალება ექნებათ პოლიტიკურ გამოსვლებს თვალი ადევნონ.
„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.