logo_geo
eng_logo
„თავისუფლების მოედანზე“ აქციის გასამართად მზადება მიმდინარეობს
- +

27 ოქტომბერი. 2021. 15:12

 

„თავისუფლების მოედანზე“ აქციის გასამართად მზადება მიმდინარეობს.

 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან მთავარი მოედნისკენ მოემართებიან. „თავისუფლების მოედანზე“ ლიდერების პოლიტიკური განცხადებები, მიმართვები 17:00 საათიდან დაიწყება. მანამდე კი ამ წუთებში ადგილზე ხმის გამაძლიერებლები და მონიტორები მონტაჟდება, რითაც მოქალაქეებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს საშუალება ექნებათ პოლიტიკურ გამოსვლებს თვალი ადევნონ.

 

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner