logo_geo
eng_logo
უკრაინის ომბუდსმენი: სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე
- +

27 ოქტომბერი. 2021. 15:38

 

 

„მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან თვლის, რომ ეს მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის", - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

 

„ის აცხადებს, რომ არ გადავა ციხის საავადმყოფოში, რომელიც მე-18 დაწესებულებაში მდებარეობს, რადგან მიაჩნია, რომ მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის. გარდა ამისა, როდესაც ჩემმა კოლეგამ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეამოწმა ეს საავადმყოფო, დაადასტურა, რომ იქ არ არის ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა მისთვის კრიზისულ მდგომარეობაში დახმარების აღმოსაჩენად, რომელშიც შეიძლება ყოველი დღის ნებისმიერ წუთს აღმოჩნდეს შიმშილობის შედეგად, ამიტომ ის უარს ამბობს გადასვლაზე. მე მივმართავ პენიტენციურ სამსახურს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ასეთი საჭიროება დადგება, სააკაშვილი კერძო კლინიკა „ვივა მედში“ გადაიყვანონ, დახმარების აღმოჩენის მიზნით“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner