logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: პროვოკატორ გორდონის საქართველოში შემოშვება ფატალური შედეგების დადგომის წინაპირობა იქნებოდა
- +

27 ოქტომბერი. 2021. 16:07

 

 

„წინასწარვე მოწინააღმდეგის იდიოტებად ჩათვლა - შენს სისუსტეზე მეტყველებს და ბრძოლაში დამარცხების უტყუარი წინაპირობაა. ამჟამად პრეზიდენტ ზელენსკის უკვე დაუფარავი მტერი, სააკაშვილის თანამოაზრე, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აანონსებდა ა.წ. 27-28-29 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ ბიზნესტრენინგებს, სხვათა შორის, ფასიანს (მსმენელს დაუჯდება 5 ათასი დოლარი), სახელწოდებით „ბიზნესის წარმატების საიდუმლო“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის განცხადებას, რომლის თანახმად ის და მისი ოჯახი საქართველოში არ შემოუშვეს.

 

ექსპერტი უკრაინელ ჟურნალისტს პროვოკატორს უწოდებს და ამბობს, რომ ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოში მისი შემოშვება ფატალური შედეგების დადგომის წინაპირობა იქნებოდა:

 

„ამ ტრენინგებზე ერთ-ერთი ძირითადი „ბიზნეს-ლექტორი“ უნდა ყოფილიყო პოსტ-საბჭოურ სივრცეში ცნობილი თაღლითი, ყაზახეთში აღძრული 5 სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, ამჟამად კიევში მცხოვრები, სააკაშვილის კიდევ ერთი მეგობარი, მარგულან სეისამბაევი - რომლის ბიზნესი იმდენად „წარმატებული“ იყო, რომ ყაზახეთის მთავრობამ მას $5,8 მილიარდის ღირებულების, უკანონო გზებით შეძენილი კაპიტალი ჩამოართვა.

 

„ბიზნეს“ ტრენინგების ჩატარებაზე მზადყოფნა, ასევე, გამოთქვეს დიმიტრი გორდონის მეუღლემ - ინტერნეტგამოცემა „გორდონის“ მთავარმა რედაქტორმა ალესია ბაცმანმა, მარკეტოლოგმა ვალენტინ სტანიშევსკიმ და სხვებმა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში თბილისში ჩასასვლელად, გორდონი მოუწოდებდა „ყველას“ - უკრაინაში არცერთი არ უნდა დარჩეთო, გელოდებითო თბილისში.

 

აი, ამ ნაწილში იწყება ჩვენი „იდიოტებად“ აღქმა. გახსოვთ ალბათ უკვდავი კინოშედევრი „Some Like It Hot“ (რუსულ „თარგმანში“ - в джазе только девушки) და მისი ცნობილი სცენა მაიამის სასტუმრო „ბილტმორში“ - სადაც ამერიკული კრიმინალის ბოსები („პატარა ნაპოლეონის“ მეთაურობით) ატარებდნენ „იტალიური ოპერის მოყვარულთა სემინარს“. გორდონის მოწოდება სრულიად უკრაინას - „ყველანი“ ჩადითო თბილისში, გავატაროთ? არ შევიმჩნიოთ? თუ მერე თბილისის ქუჩებში ვსდიოთ იმ ტერორისტებს, სნაიპერებს და „ტიტუშკებს“ - რომლებსაც დღემდე აბრალებენ 2014 წლის კიევის „მაიდანის“ სისხლიან დაპირისპირების ინიცირებას, და სხვათა შორის - თითქოს და სააკაშვილის ორგანიზებით.

 

საქართველოში ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მით უმეტეს, არჩევნების მეორე ტურებამდე - აქ „პატარა ნაპოლეონის“ (მარგულანის), ცნობილი პროვოკატორ გორდონის და ა.შ. შემოშვება ფატალური შედეგების დადგომის წინაპირობა იქნებოდა. ვერავინ ვერ დადებს პირობას, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ნაცების მიერ დაგეგმილ არეულობაში - ისინი არ მიიღებდნენ აქტიურ მონაწილეობას. და ამ სიტუაციაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნებისმიერი პრევენციული ხასიათის ნაბიჯი - მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვით იქნება განპირობებული და ნებისმიერი დაინტერესებული მხარე ამას გაგებით უნდა მოეკიდოს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner