სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, მუშაობას იწყებს და ცხადდება მიღებას ჩვენს უნივერსიტეტშივე შემუშავებულ უნიკალურ მოკლევადიან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა: სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“; სს „ევექს ჰოსპიტლები“; შპს „ავერსის კლინიკა“.
პროგრამის მიზანია გადაამზადოს ბაკალავრები, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ლაბორატორიული მედიცინის კვალიფიციური კადრები, რომლებიც ეფექტურად დასაქმდებიან შრომის ბაზარზე;
პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც დაფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. სწავლება გულისხმობს დასწრებას და არა ონლაინ ფორმატს;
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ასევე მედიცინის ბაკალავრის და ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, გასაუბრება;
პროგრამის ხანგრძლივობა – 24 კვირა.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://vet.emis.ge/#/training-programs
გაითვალისწინეთ, რომ პროგრამა სრულადაა დაფინანსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 1 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე.
გასაუბრებაზე წარმოსადგენ დოკუმენტებზე – დამატებით ინფორმაციას მიიღებთ-რეგისტრაციის შემდეგ.
გთხოვთ, რეგისტრაციისას აუცილებლად მიუთითეთ მოქმედი ელ-ფოსტა.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სასწავლო პროცესისა და ხარისხის მართვის მენეჯერს, ბიოლოგიის დოქტორს, ქალბატონ მარინა ფოჩხუას:
ტელ: 599 900 444
ელ-ფოსტა: mpochkhua@gmail.com
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული უნიკალური უნიკალური მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“ სწავლით თქვენ შეიძენთ მნნიშვნელოვან და შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას.
გელოდებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომ ჩვენთან ერთად „სოხუმელები“ გახდეთ, შეიძინოთ ახალი პროფესია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაუყაროთ საფუძველი თქვენს წარმატებულ პროფესიულ მომავალს!