logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი აქციის მონაწილეებზე: ამდენ ადამიანს ფულით ვერ იყიდი - მადლობა ამ გმირ ხალხს
- +

27 ოქტომბერი. 2021. 17:13

 

 

„ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე, რომელიც 2 ოქტომბერს დავიწყეთ“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა აქციის დაწყებამდე, თავისუფლების მოედანზე გადაცემა „იმედი LIVE“-ში ჩართვისას განაცხადა.

 

„აი, ამდენ ხალხს ფულით ვერ იყიდი. მინდა ახალგაზრდებს მადლობა ვუთხრა, რომლებიც ახლა ჩვენ გვერდით არიან. შევრიგდეთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, მეტს ამქვეყნიდან ვერაფერს წავიღებთ. ამ გმირ ადამიანებს, რომელებიც ჩამოვიდნენ, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო და მათ ყველას, მადლობას ვუხდი“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

 

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ბიომასა უწოდა. იუმორისტმა და ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელმა მიშა მშვილდაძემ კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაში მონაწილეებს დედა შეაგინა.

 

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner