„დიდი მადლობა ერთგულებისთვის, ნდობისთვის, თავდადებისთვის, სიმტკიცისთვის, ბრძოლისთვის – მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის”,- ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.
„თავისუფლების მოედანზე თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები შევიკრიბეთ. ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე“, – აღნიშნა პრემიერმა.