„სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ არჩევანი გვიწევს არა კარგსა და უკეთესს შორის, არამედ კარგსა და ცუდს შორის, კარგსა და საშინელებას შორის - როგორც გერმანიაში ვერ დაბრუნდებიან ფაშისტები ხელისუფლებაში, ისე ვერ დაბრუნდებიან ქართველი ნეობოლშევიკები და ფაშისტები ხელისუფლებაში", - ამის შესახებ მომღერალმა, ზურა მანჯავიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ზიზღის, სადიზმის, ძალადობის, ადამიანების წამების რეჟიმი და სიზმარშიც ვეღარ უნდა იფიქრონ, რომ შეიძლება რაღაც ფორმით დაბრუნდნენ. არ გვაძლევენ საშუალებას, დავივიწყოთ ის კოშმარი, რაც იყო. გვახსენებენ ყოველ წამს. საჭიროა ადამიანებისთვის შეხსენება, რომ ის იყო კოშმარი, რაც იყო“, - განაცხადა ზურა მანჯავიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.