ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო!
„ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„დღეს, ჩვენ აქ შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, თქვენი ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, დაასრულებს დესტაბილიზაციას, ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.