logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია
- +

27 ოქტომბერი. 2021. 17:30

 

 

„ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„დღეს აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, რადგან მომავალში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. საქართველოსა და ჩვენი ხალხის წინაშე მრავალი პრობლემა და გამოწვევაა. ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია. ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორზეც დემოკრატიაა. ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე. დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner