logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ყველამ ერთად, სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ქვეყანა
- +

27 ოქტომბერი. 2021. 19:29

 

 

„30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში“ , - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, მმართველი პარტია მზადაა, კარი გაუხსნას ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას, რომელსაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის ბედი.

 

„პარტიებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი სიტყვით და საქმით შექმნან ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე რადიკალური ჯგუფები მათ ადგილს არ ტოვებდნენ ქართულ პოლიტიკაში.

 

30 ოქტომბერს ჩვენ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და მეორე დღიდანვე, ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი, მომავალსა და პროგრესზე ორიენტირებული საქართველოს შენება.

 

ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ყველამ ერთად, სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები და სოფლები. ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი. მჯერა, 30 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner