„პროფესორ ჯეიკობსის მეთოდით დათვლისას, აქციას დაწყების პირველ წუთებში 100,152 ადამიანი ესწრება - ნაციონალების 14 ოქტომბრის აქციას 12,988 მონაწილე ესწრებოდა“, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.
„ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორ ჰერბერტ ჯეიკობსის მეთოდით: ხალვათ მიტინგზე 1 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანი დგას, მჭიდრო მიტინგზე 2-3 ადამიანი, ხოლო ზემჭიდრო მიტინგზე კი 4-5 ადამიანი.
დღევანდელი მიტინგი საკმაოდ მჭიდროა, ალაგ-ალაგ ზემჭიდროც. ამიტომ საანგარიშოდ მჭიდრო მიტინგის ზედა ზღვარი 3 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრზე ავიღოთ.
არეალი, სადაც მიტინგის მონაწილეები დგანან, 35,244 კვ.მ.-ია, რასაც უნდა გამოვაკლოთ წმ. გიორგის მონუმენტის წრე (1227 კვ.მ.) და სცენის უკან ადგილი (633 კვ.მ.). ჯამში, აქციის მონაწილეებს 33,384 კვ.მ. აქვთ დაკავებული. შესაბამისად, პროფესორ ჯეიკობსის მეთოდით დათვლისას, აქციას დაწყების პირველ წუთებში 100,152 ადამიანი ესწრება. (შედარებისთვის: ნაციონალების 14 ოქტომბრის აქციას 12,988 მონაწილე ესწრებოდა)“, - წერს გოგავა.