თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა.
ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, თინა ხიდაშელი თანამდებობას 1 აგვისტოდან დატოვებს.
„დღეს, დღის მეორე ნახევარში, თავდაცვის მინისტრმა მიმართა საქართველოს პრემიერს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 1 აგვისტოდან", - აცხადებენ სამინისტროში.