„მოუთმენლად ველოდებით 2012 წლის შემდეგ ზედიზედ მერვე გამარჯვებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეკრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„დღეს თბილისის ცენტრში 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციაზე. მოუთმენლად ველოდებით 2012 წლის შემდეგ ზედიზედ მერვე გამარჯვებას. უპრეცედენტო გამარჯვებების სერია საქართველოს ისტორიაში“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში.