თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი ფართომასშტაბიანი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის გაიმართა.
მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ.
შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად მმართველი პარტიის მხარდამჭერები მთელი საქართველოდან ჩამოვიდნენ.