logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: სანამ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის თანამშრომლებს ბოდიშს არ მოუხდის, არ ვაპირებ მივცე თანხმობა ციხეში შესვლაზე
- +

27 ოქტომბერი. 2021. 23:29

 

 

„სანამ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის თანამშრომლებს ბოდიშს არ მოუხდის, არ ვაპირებ მივცე თანხმობა ციხეში შესვლაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

 

როგორც მან  აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეშვება მათივე ფრაქციის მიერ მიწოდებული სიის მიხედვით ხდება.

 

„ფრაქციასთან კომუნიკაცია გვაქვს და ცვლილებებსაც ახორციელებენ, როცა საჭიროდ თვლიან. რაც მე მათთან კომუნიკაცია მქონდა, მამულაშვილი არასდროს უხსენებიათ. ნონა მამულაშვილმა, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თანამშრომლებს რამდენჯერმე შეურაცხყოფა მიაყენა. არც ერთი ასეთი შემთხვევის დროს მე პარლამენტში არ ვიმყოფებოდი. დღესაც მთელი დღე პარლამენტში ვიყავი და როდესაც შენობა დავტოვე, ამის შემდეგ მოვიდა კამერების თანხლებით. პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა მიიღოს გადაწყვეტილება, სანამ ნონა მამულაშვილი ბოდიშს არ მოუხდის პარლამენტის თანამშრომლებს, არ ვაპირებ მივცე თანხმობა ციხეში შესვლაზე", - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner