logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 2012 წლის შემდეგ, ასეთი მუხტი, შემართება, ენთუზიაზმი მე არ მახსოვს და დარწმუნებული ვარ, ყველგან, სადაც მეორე ტური ტარდება, გავიმარჯვებთ
- +

28 ოქტომბერი. 2021. 00:09

 

 

„მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დღეს გამოსული იყო იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა დედაქალაქს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ტელევიზიით გვადევნებდა თვალს და გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მოსვლა ვერ შეძლეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მუხტი, რომელიც აქციაზე იგრძნობოდა.

 

„ბევრ აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 2019 წელსაც გვქონდა მასშტაბური აქცია, თუმცა 2012 წლის შემდეგ, ასეთი მუხტი, შემართება, ენთუზიაზმი მე არ მახსოვს და დარწმუნებული ვარ, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტური ტარდება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. აქ არის ფასეულობებსა და ღირებულებებზე საუბარი და სწორედ ღირებულებითი არჩევანი უნდა გააკეთოს მოსახლეობამ. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. დღეს კარგად ჩანს, თუ რა ძალა უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“ და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ - სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, სარწმუნოებას, ტრადიციებს, კულტურას. ნახეთ, უბრალოდ რა ლექსიკით საუბრობენ, რა სიტყვებით ესაუბრებიან საზოგადოებას. არ ვიცი, სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი - ეს არის ჩვეულებრივი სექტა, რაც გულდასაწყვეტია. ის მხარდამჭერებიც გულწრფელად მეცოდებიან, რადგან ამ ვითარებაში არიან და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, მომდევნო წლების განმავლობაში ერის გაერთიანებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner