logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიაზე: ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ისე, როგორც ისურვებდა, მის ტკბილ სიზმარში - დაჯდა გვარამია და გაიქარვა დღევანდელი აქციით მიღებული ვარამი
- +

28 ოქტომბერი. 2021. 00:14

 

 

„ჭკუიდან შეიშალა და გაგიჟდა სრულიად პარტ-ტელევიზიები და მათი გაერთიანების დირექტორი ნიკა გვარამია: უბრალო საქმე ხომ არაა ამდენი ხალხის ხილვა აქციაზე, აქცია, რომელმაც მარტივი რამ თქვა - არა ნაცმოძრაობას“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას.

 

ექსპერტი, აგრეთვე, Ipsos Global-ის კვლევებზე საუბრობს, რომელიც „მთავარი“ არხის დაკვეთით გამოქვეყნდა:

 

„შეიკრიბნენ, ლიდერებს მოუსმინეს და წყნარად დაიშალნენ - რა ხდება, ხოლმე ნაცების აქციებზე? შლეგი, დუჟმორეული, გადარეული, მოყვირალი, ერთმანეთის, ქვეყნისა და კაცთმოძულე გამომსვლელები, რომლებიც სახელმწიფოს გადატრიალებით და დაქცევით იმუქრებიან... დღეს კი ყველა „ქართული ოცნების“ ლიდერის გამოსვლა ძალიან ღირსეული და საქმიანი იყო, ხალხსაც რაღაცნაირი სიმშვიდე და ღირსება ეწერათ სახეზე...

ამ ყველაფრის ატანა, როგორია ნაცების ვიცე-ბიო-ბელადისათვის, თვითგატაცებულის, ტუსაღი პრეზიდენტის, უფლება დამცველისთვის ნიკა გვარამიასთვის როგორია? რა არ გაუკეთებია პირდაპირ ეთერში - სისხლი დალეული აქვს, წიწაკა ნაჭამი აქვს, ფქვილი შეიფრქვია, პერანგი გაიხადა, აიცრა, დაიცრა, ახლა რა ქნას? ხოდა, ადგა IPSOS კვლევებს აქვეყნებს, და რა თქმა უნდა ამ კვლევებით „ნაცები“ იგებენ, ვაი რა დღეშია ხოლმე საქართველო გვარამიას რომ უსმენს?! დაჯდა და ჩამოწერა, ციფრები, აი ზუსტად ისე როგორც ისურვებდა, მის ტკბილ სიზმარში- დაჯდა გვარამი და გაიქარვა დღევანდელი აქციით მიღებული ვარამი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner