logo_geo
eng_logo
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სოფლის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა
- +

28 ივლისი. 2016. 18:48



გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სოფლის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.


პრეზენტაციას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, წარმატებული ფერმერები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონალური სამმართველოსა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.


შეხვედრაზე გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა ზვიად არჩუაძემ, სოფლის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსია განიხილა, რომელიც სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, სამართლებრივ ანალიზს, სოფლის განვითარების ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს მოიცავს.


სტრატეგიის შემუშავება ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.


პროგრამის ფარგლებში პროცესს მხარს უჭერს ევროკავშირის პროგრამა ENPARD (European Neighbourhood Prorgamme for Agriculture and Rural Development).

 

„ჩვენ დღეს წარმოგვიდგინეს სოფლის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო UNDP-ის დახმარებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ გურიის რეგიონში სოფლის განვითარების კუთხით პრიორიტეტულ საკითხებზე. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლების ცოდნის გარღმავებასა და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული სტრატეგიის ხელშეწყობას ფერმერებსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის", - აღნიშნა გია სალუქვაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner