logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: ეს არის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა, რომელიც აქტუალური მხოლოდ 30 ოქტომბრამდე იქნება
- +

28 ოქტომბერი. 2021. 01:11

 

„პოლარიზაცია მაქსიმუმ არჩევნებამდე გაგრძელდეს, 30 ოქტომბრის შემდეგ კი, ეს ყველაფერი დასრულდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი არ შიმშილობს და ეს ყველაფერი "შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა".

 

"სამი დღე რჩება არჩევნებამდე და ამ დღეების განმავლობაში კიდევ არის მოსალოდნელი დღის წესრიგში ამ ფაქტორის შენარჩუნება. როგორც კი არჩევნები დასრულდება, ეს საკითხი საერთოდ უნდა მოვხსნათ დღის წესრიგიდან. ეს კაცი თავისი ფეხით ჩამოვიდა, ჩაჯდა ციხეში, სადაც მისი ადგილი იყო და ის არის ლიდერი ამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. ციხეში მისი ყოფნა, რაც მთლიანად მოიხსნება დღის წესრიგიდან როგორც ფაქტორი, ბუნებრივია დაამშვიდებს ამ ქვეყანას. 30 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ საერთოდ აღარ ვაპირებთ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ ვხედავთ, რომ არის რაღაც შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა. რასაც ჰქვია შიმშილი, ის არ შიმშილობს. იყო ფაქტები, როდესაც ის იღებდა თაფლს, მედიკამენტური კუთხით მიიღო შესაბამისი ვიტამინები და ა.შ. ეს არის ზუსტად იმიტაცია, რომელიც აქტუალური მხოლოდ 30 ოქტომბრამდე იქნება. ეს შოუ სწორედ ამ დრომდე დარჩება ძალაში. ჩვენ ასევე ვიხილეთ შიმშილობით სიკვდილის იმიტირებული ქრონიკაც. რაღაც ილუზიებში აცხოვრებენ საზოგადოებას. სინამდვილეში არც შიმშილობის რისკი და არც შიმშილობით სიკვდილის რისკი არ არსებობს. კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს?!", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner