„მინდა ვთხოვო და მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაც მოსაზრების გამო არ მიდიან საარჩევნო ყუთთან. თქვენი მისვლა და ხმის მიცემა არის მონაწილეობა ქვეყნის მომავლის შექმნაში. მერე რომ არ ინანოთ, ყველა უდნა დავირაზმოთ 30 ოქტომბერს და მივიდეთ არჩევნებზე“, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ვუყურებდი კახა კალაძის საარჩევნო კამპანიას და ეს იყო კლასიკური, ევროპული, ცივილური კამპანია. ის გარდა იმისა, რომ აბარებდა თავის ამომრჩეველს რა გააკეთა 4 წელი, ასევე უყვებოდა რა აქვს დაგეგმილი. როდესაც ოპონენტი ასე კლასიკურად არ წარადგენს თავის საარჩევნო კამპანიას და რაღაც თემები იწევა და მთავარი საკითხები იფარება პოლიტიკური თემებით, ეს იპყრობს ადამიანების ყურადღებას. იმედი მაქვს, რომ კახა გაიმარჯვებს, რადგან მართლა ძალიან ბევრი გააკეთა თბილისისთვის, ამას ყოველდღე ვხედავთ ჩვენ“, - აღნნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.