„იყავი დღეს აქციაზე და მიუხედავად იმ შეფასებებისა, რომ ეს იყო ძალის დემონსტრირება, პირდაპირ ვიტყვი - დღევანდელი აქცია იყო ნების დემონსტრირება!“, - წერს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
„ნების, რომელიც აქვს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ეს ნება არა ვინმეს განადგურება, ჩაქოლვა ან ძალადობაა, არამედ ქვეყნის აღმშენებლობა და სიმშვიდეა.
ეს ნება უამრავი გამოწვევისა, თუ პრობლემის მიუხედავად, არა რევანშის მომლოდინე ვიღაც მრავალგზის დისკრედიტებულ ლუზერ ტიპებზე, თუ "პეროგიდან კარგი ნაჭრის მოტეხვის" მსურველ ნაძირლებზე ზეობის ჩვენება, არამედ მომავლის და რეალური საქმეების გამკეთებელი ხალხის მხარდაჭერის ჩვენებაა.
მოკლედ რომ ვთქვა, ეგაა და გორის ციხე“, - წერს გია გაბრიჭიძე.