საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 29 ივლისს მცხეთა-მთიანეთის რაიონში პარტია „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. წარდგენა 20:00 საათზე მცხეთაში ბებრის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგება.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში.