აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში საქართველოს თეატრალური საზოგადოების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
ასევე მოეწყო ჟურნალ „თეატრის“ განახლებული ნომრის პრეზენტაცია. მსახიობის სახლის განახლების სამუშაოები 2022 წლიდან დაიწყება.
პროექტი თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით მიმდინარეობს.