ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია ღამით „იმედის“ კამერამ სენაკში, რესტორან „ოსკარში“ ფარულ შეხვედრაზე დააფიქსირა.
საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური იყო. მიუხედავად იმისა, რომ შარაშენიძე „ნაცმოძრაობასთან“ კონტაქტს უარყოფს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შარაშენიძე ოზურგეთელებს მუნიციპალურ მართვას სწორედ ამ პარტიასთან ერთად ჰპირდება.
როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები 2017 წლის არჩევნების შემდეგ ამბობდნენ, შარაშენიძემ გამარჯვება მაშინ მათი მხარდაჭერით მოიპოვა.