logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: კანონი ყველასთვის ერთია
- +

28 ივლისი. 2016. 19:06


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე  ქანთარია  პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ პაპუაშვილი  „ნაციონალური მოძრაობის" წევრია და შეიძლება რაიმე სახის პირობა აქვს მათთვის მიცემული.

 

„პაპუაშვილი არ ამბობს, რა სახის ზეწოლა ხორციელდება, რომელ მოსამართლეებზეა საუბარი... ის „ნაციონალური  მოძრაობის" წევრია და ალბათ, რამე პირობები აქვს მიცემული მათთვის. თუ მოსამართლეები არ ჩაერთვებიან გამოძიებაში და არაფერს იტყვიან, ეს იქნება თემა - თემისთვის, რომელსაც ჩამოეკიდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები".


ქანთარია ასევე საუბრობს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით  და აღნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის ერთია და პრეზიდენტი სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო.

 

„ფაქტია, მსგავსი შემთხვევა მოხდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ეს განცხადება პრეზიდენტს არ უნდა გაეკეთებინა. მას უნდა ეთქვა:  ჩემი ოჯახის წევრის ბინაში მოხდა ჩხრეკა, ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია და მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახლიც, აგარაკიც გაჩხრიკონ, რომ არავის ჰქონდეს ოდნავი პრეტენზია მაინც, რომ პრეზიდენტი არის ვინმეს მფარველი.  კანონი ყველასთვის ერთია და ეს იქნებოდა სამაგალითო საქციელი პრეზიდენტის მხრიდან. პროკურატურა ჩართულია ამ საქმეში და სასწრაფოდ უნდა მოხდეს წერტილების დასმა ამ ყველაფერზე", - განაცხადა ქანთარიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner