logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: პაპუაშვილი ნაციონალების ერთ-ერთია ნაწილია, რომელთა მიზანია, სიცრუე და ჭორები გაავრცელონ
- +

28 ივლისი. 2016. 19:07



„პაპუაშვილის განცხადება მიზანმიმართული ანტისახელისუფლო კამპანიაა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ააგორა სახელწიფოს წინააღმდეგ",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ.


„პაპუაშვილის განცხადება მიზანმიმართული ანტისახელისუფლო კამპანიაა, ტექნოლოგიაა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ააგორა სახელმწიფოს წინააღმდეგ. გიორგი პაპუაშვილი მათი ერთ-ერთი ნაწილია, რომელთა მიზანია, სიცრუე და ჭორები გაავრცელონ.

ცდილობენ, სახელმწიფო სტრუქტურების შიგნიდან პარალიზება მოახდინონ და გამოიწვიონ ხალხის უკმაყოფილება. ასევე დასავლეთზეა გათვლილი, რომ  მათ გამუდმებით ესმოდეთ - პოლიტიკოსები, მოსამართლეები და ა.შ. არიან ზეწოლის ქვეშ.

ქმნიან ფონს, რომ ხელისუფლება არ არის დემოკრატიული, არ არის თავისუფლება და მოახდინონ ქვეყანაში არეულობა",- განაცხადა კაკაბაძემ.


კაკაბაძე ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება ოჯახის წევრზე ზეწოლის შესახებ პიარისთვის იყო გათვლილი.


„პრეზიდენტის განცხადება იწვევს ეჭვს. თუ იყო ზეწოლა, რეაგირება რატომ არ მოახდინა აქამდე? პრეზიდენტი ხარ და რა პრესკონფერენციებს მართავ? უშიშროების საბჭო იქ გყავს და ყველანაირი რეაგირების საშუალება გაქვს. პრესკონფერენციის მოწყობა რას ნიშნავს?

ეს ყველაფერი იყო მხოლოდ და მხოლოდ პიარისთვის გათვლილი",- აღნიშნა კაკაბაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner