logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: შეკრებაზე ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენი მხარდამჭერიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი
- +

28 ოქტომბერი. 2021. 13:04

 

 

„მე ვთქვი, რომ შეკრებაზე ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენი მხარდამჭერიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე. ეს არ იყო ნათქვამი მარტო სიტყვის მასალად, სწორედ ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენი მომხრეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი. დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, როდესაც ხდება ადამიანების იძულება, მუხტი არ იქმნება ხოლმე და თქვენ ნახეთ, როგორი მუხტი იყო გუშინ. იყო შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს“ და ოპოზიციის აქციაზე ანალოგიური პათოსით ისმოდა შეძახილები „თავისუფლება მიშას“. იქეთ იდგა მიშა, დამნაშავე ბელადი, აქეთ იდგა საქართველო, ეს იყო განსხვავება ორ შეკრებას შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner