„ხომ გახსოვთ 14 ოქტომბერს „ნაცების“ მიტინგზე გია ბუღაძემ ჯოჯოხეთისკენ რომ გაისტუმრა მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე, მისგან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ბულინგს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მხრიდან.
„ხომ გახსოვთ 14 ოქტომბერს ნაცების მიტინგზე გია ბუღაძემ ჯოჯოხეთისკენ რომ გაისტუმრა მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე, მისგან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო, 27 ოქტომბერს, სააკაშვილის ვეზირები გვარამია და ბუჩქებიდან გამომძვრალი არველაძე, არ კლავდნენ, მაგრამ შეურაცხყოფას არ აკლებდნენ მათგან განსხვავებულად მოაზროვნეებს. ხვალ გამოვლენ და ისევ „დიდ შერიგებაზე“ იქაქანებენ“, - წერს ანჯაფარიძე.