logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: აშშ და რუსეთი თურქეთის საზღვრიდან YPG-ს მებრძოლების გაყვანასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ
- +

28 ოქტომბერი. 2021. 14:13

 

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი თურქეთის საზღვრიდან YPG-ს მებრძოლების გაყვანასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

 

РКК ყველასათვის საფრთხეს წარმოადგენს. PKK/YPG-ს ტერორისტების თავდასხმების რიცხვი გაიზარდა. აშშ და რუსეთი თურქეთის საზღვრიდან YPG-ს მებრძოლების გაყვანასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ. ამიტომაც ანკარა საკუთარი ძალებით გადაწყვეტს ამ საკითხს“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

10 ოქტომბერს ჩრდილოეთ სირიის აზაზის რეგიონში, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ, თურქი პოლიციელების მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რასაც ორი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ტერორისტების გასანადგურებლად ყველაფერს გააკეთებს.

 

YPG (სახალხო დაცვის შენაერთები) ძირითადად ეთნიკური ქურთების მიერ დაკომპლექტებული რაზმია. ეს ჯგუფი სირიის დემოკრატიული ძალების მთავარ ნაწილს შეადგენს. YPG რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდა. აღნიშნულ ჯგუფთან აშშ პარტნიორობდა, რაც ვაშინგტონსა და ანკარას შორის უთანხმოების საგანი გახდა. თურქეთს YPG ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. ანკარა მიიჩნევს, რომ YPG თურქეთში მოქმედი ქურთების მუშათა პარტიის (PKK) სირიული შტოა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner