ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის გამოსვლებში ყოველთვის პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობებსა და გათვლილია იმაზე, თუ რას მოელის ამომრჩეველი ხელისუფლებიოსგან.
მისი თქმით, ამ მხრივ ძალიან დიდი განსხვავებაა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც მუდმივად დასავლეთისა და ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ჩემი აზრით, პრემიერის ეს გამოსვლა, პრაქტიკულად, ყოვლისმომცველი იყო. შეეხო როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკას. მთლიანად გამოსვლა იყო ძალიან კარგი. ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის საუბრობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ წარსულზე და, რა თქმა უნდა, გუშინ ესეც იყო მოხსენიებული. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საზოგადოების განწყობები. ის საუბრობს, სწორედ იმ ენით, რასაც მოსახლეობა ელოდება „ქართული ოცნების“ დანიშნულმა და ხელისუფლებაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა.
„ასეა ყოველთვის, როდესაც ვუსმენ ხოლმე და ეს იწვევს ოპოზიციის წარმომადგენლების გაკვირვებას, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ აპელირებენ ევროპაზე, დასავლეთზე, გარე ძალების დახმარებაზე. ამ დროს, მათი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ამომრჩეველი. ოპოზიცია ხომ ცდილობს მოიგოს არჩევნები და მოვიდეს ხელისუფლებაში, ამ დროს სულ საუბრობს იმაზე, რა შეიძლება ეწყინოს ე.წ. დასავლელ პარტნიორებს და ა.შ.
მათგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ყოველთვის არის შიდა პუბლიკისთვის გათვლილი და იმაზე ორიენტირებული, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში. გუშინდელი მისი გამოსვლა აჩვენებს, რომ რეალობის აღქმა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს აქვთ გაცილებით უფრო მეტი, უფრო კარგად იციან ადამიანების განწყობები, ვიდრე ოპოზიციურმა პარტიებმა, შესაბამისად, ისინი ბოლო 8-9 წელია სულ დამარცხებული არიან“, - აღნიშნა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს „ქართული ოცნებამ“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება გამართა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა მოსახლეობას პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადეს და მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს „ქართული ოცნებამ“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება გამართა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა მოსახლეობას პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადეს და მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდეს.
„დაე, ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს.