logo_geo
eng_logo
კახა სოფრომაძე: არ გვსმენია, რომ რაიმე პოლიტიკური, ან ადმინისტრაციული ზეწოლა არსებობდეს სასამართლოებზე
- +

28 ივლისი. 2016. 19:11



მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლას არ ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე. მისი თქმით, საბჭოს მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ მიუღია.


„რაიმე ოფიციალური განცხადება, კონკრეტული მოსამართლეების მხრიდან ან მხარეების მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაფიქსირებულა. დიდი ნაწილი სასამართლო სისტემისა დღეს არის ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი. ფაქტიურად გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვსმენია ამის შესახებ, რომ რაიმე პოლიტიკური, ან ადმინისტრაციული ზეწოლა არსებობდეს სასამართლოებზე და შესაბამისად, მოსამართლეები ამ კუთხით თავისუფალი არიან. გარკვეულ ზეწოლებზე თუ იყო ადრე საუბარი, ამაზე დღეს საუბარი ფაქტიურად აღარ არსებობს, თუ გარკვეული დაინტერესებული მხარეების მიერ არ იქნება ამაზე საუბარი. ყოველ შემთხვევაში, სასამართლო სისტემის დიდი ნაწილი დღეს არის ყველანაირი ზეწოლისაგან თავისუფალი", - აცხადებს სოფრომაძე.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner