logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: არსებობს ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი უკრაინაში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი თემით არის დაკავებული, არ გამოვრიცხავ საქართველოშიც კვალი მასზე მიდიოდეს
- +

28 ოქტომბერი. 2021. 14:31

 

 

 

მისასალმებელია, რომ ქართულმა და გერმანულ მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი უკრაინაში ამ თემით არის დაკავებული და არსებული ინფორმაციით შესაძლოა საქართველოშიც კვალი მასზე და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსანზე მიდიოდეს.

 

საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა საქართველოს პროკურატურის ბრიფინგზე, კერძოდ, “გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს“. როგორც ირკვევა მათ მიერ დაფუძნებული იქნა, ე.წ. ქოლცენტრები“, სადაც თაღლითური გზით მილიონობით ევრო თუ დოლარი იქნა გამოძალული. არსებობს ინფორმაცია, რომ, კეზერაშვილი უკრაინაში ამ თემით არის დაკავებული და არ გამოვრიცხავ საქართველოშიც კვალი მასზე და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსანზე მიდიოდეს. მისასალმებელია, რომ ქართულმა და გერმანულ მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner