logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: საქართველომ და გერმანიამ ერთობლივი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს, ჩემი ინფორმაციით, კეზერაშვილი და ადეიშვილი უკრაინაში ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართული
- +

28 ოქტომბერი. 2021. 14:34

 

 

 

„ჩემი ინფორმაციით დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული და არ გამოვრიცხავ, ძალიან მალე ქართული მხარე მასზე გავიდეს“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს და გერმანიის ფედერაციის საგამოძიებო უწყებების მიერ ერთობლივი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს.

 

მისი ვარაუდით, ამ საქმეში საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეები შემთხვევით არ ფიგურირებენ.

 

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს და დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს. საქართველოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ: 2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

 

დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ჩემი ინფორმაციით დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ამ დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული და არ გამოვრიცხავ ძალიან მალე ქართული მხარე მასზე გავიდეს. საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეები საქმეში შემთხვევით არ ფიგურირებენ“, - წერს მეგრელიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner