„ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე და დაპირება, რომელიც მე გავაჟღერე 1 წლის წინ და ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა დავიწყეთ ინტენსიურად“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ-ებრაული საწარმოს გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. ჩამოტანილია ამერიკული უმაღლესი დონის ჩარხი დანადგარები. ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია. ავტომატის ყველა დეტალი მზადდება აქ. დღეს ოფიციალურად გავხსენით ეს საწარმო და დავიწყებთ m4-ის ტიპის g4-ების წარმოებას. მე ვულოცავ „დელტასა“ და თავდაცვის სამინისტროს ამ საწარმოს გახსნას. ყველას ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას“, - განაცხადა ირაკლი რარობაშვილმა.