logo_geo
eng_logo
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან 88 თანამშრომელი, მათ შორის ორი ელჩი გაათავისუფლეს
- +

28 ივლისი. 2016. 19:12




თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან 88 თანამშრომელი, მათ შორის ორი ელჩი გაათავისუფლეს. აღნიშნულ განცხადებას თურქეთის მთავარი დიპლომატი მევლუთ ჩავუშოღლუ აკეთებს.


მისი თქმით, ყველა გათავისუფლებულ თანამშრომელს კავშირი აქვს თურქ ოპოზიციონერთან ფეთჰულა გიულენთან, რომელსაც თურქეთის ხელისწუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.


ამბოხის შემდეგ თურქეთში სულ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner