logo_geo
eng_logo
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
- +

28 ივლისი. 2016. 19:14



იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც თეა წულუკიანი უძღვებოდა. შეხვედრაზე, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარეც ესწრებოდა, წინასაარჩევნო გარემოს შესახებ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინფორმაცია მოისმინეს. სხდომას სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნა, 2 კვირაში ერთხელ იმართება.


თამარ ჟვანია: დღეს შემოვიდა ორი წერილი ენმ-დაბნ და ჯერ არ განგვიხილავს, თუმცა რაც მე უცებ გადავხედე ეს ეხება 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის სავარაუდო დარღვევას, გუშინაც იყო მოსმენა და ენმ-ს განცხადება იყო ამ მუხლის სავარაუდო დარღვევაზე, რაც გულისხმობს ბიუჯეტის თანხების გამოყენებას წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებისთვის, რაც არ დადასტურდა.


შალვა ხუციშვილი: კორცხელთან დაკავშირებით გამოძიება დასრულდა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხია დაყენებული, დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება, რაც ენმ-ს ქონდა მაგალითად წარმოდგენილი, ყველა საკითხი ინდივიდუალურად იქნა განხილული.

 

ირმა პავლიაშვილი: საიას ამ შემთხვევაში რამდენიმე განცხადება აქვს წარდგენილი, ერთ ეხება აჭარაში ენმ-ს წევრის მიერ სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვის განხორციელებას, ვარშალომიძის საქმეს ვგულისხმობთ, წარდგენილი გვაქვს განცხადება აუდიტის სამსახურში და საარჩევნო ადმინისტრაციაში და ველოდებით გადაწყვეტილებებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner