„ოპოზიციური მედიასაშუალებების მიერ, მომზადდა სიუჟეტი, სადაც საუბარი შეეხო ე.წ. ქოლ-ცენტრებს, რომელთა მფლობელები, მედიის ინფორმაციით, დაკავებულები არიან თანხების მითვისებით, სიუჟეტი კონსტრუირებული იყო იმდაგვრად, რომ მის მფარველობაში დაადანაშაულეს „სუსი“, - ამ სიტყვებით ეხმიანება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს და გერმანიის ფედერაციის საგამოძიებო უწყებების მიერ ერთობლივი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს.
მისი თქმით, გასული სიუჟეტი მიზნად ისახავდა დავით კეზერაშვილისთვის არასასურველი, ცალკეული თანამდებობის პირების დისკრედიტაციას და მიმდინარე პროცესებიდან მის გარიდებას:
„აღსანიშნავია, რომ ხსენებული ცენტრების რეალური მფლობელი, არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც საჭირო თანხებს საქართველოში ატარებს ე.წ. შავი კურიერების მეშვეობით, რასაც ადეკლარირებენ. (ხაზგასასმელია, რომ ანალოგიური „ქოლ-ცენტრები“ დავით კეზერაშვილს გააჩნია/გააჩნდა უკრაინაშიც, ისრაელშიც, რაც დადასტურებულია 2020/2019 წელს ჩატარებული მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიებით - საუბარია „Milton group“-სა კეზერაშვილის პარტნიორ დავით თოდუაზე).
ხსენებული ცენტრების და მათი თაღლითური საქმიანობის წინააღმდეგ, 21 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ, გერმანიის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები, შედეგად დაიხურა დავით კეზერაშვილის(!) არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ცენტრები, მოხდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების დაკავებაც. პარალელურად ღონისძიებები ჩატარდა ისრაელში და უკრაინაში.
გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
გასული სიუჟეტი მიზნად ისახავდა დავით კეზერაშვილისთვის არასასურველი, ცალკეული თანამდებობის პირების დისკრედიტაციას და მიმდინარე პროცესებიდან მის გარიდებას (როგორც ჩანს იქ მიიჩნევენ, რომ გარკვეულ ეტაპზე ისედაც „გაჟღერდებოდა“ კეზერაშვილის გვარი, შესაბამისად გადაწყვიტეს ეთამაშათ დასწრებაზე და პირველად დაადანაშაულეს მმართველი პარტია).
ცნობილია, რომ დ. კეზერაშვილი არის ტვ. „ფორმულას“ დამფინანსებელი და ბოლო დღეებში მან, ასევე, თავის თავზე აიღო „მთავარი არხის“ დაფინანსების საკითხი. ასევე საყურადღებოა, რომ აღნიშნული გადაცემა გავიდა „ქართული ოცნების“ მასშტაბური აქციის შემდეგ, რომელმაც ძალზე გააღიზიანა ოპოზიციის წარმომადგენლები, რასაც ღია სტატუსებშიც ვერ მალავდა ნიკა გვარამია“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.