logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: გაცილებით მაღალი იქნება საზოგადოების მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ კანდიდატების მიმართ, ვიდრე ეს წარმოდგენილია IPSOS-ის კვლევაში
- +

28 ოქტომბერი. 2021. 17:44

 

 

„ვფიქრობ, ნულოვანი დამაჯერებლობა ჰქონდა აღნიშნული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. მიხეილ სარჯველაძემ IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

 

„არ მგონია, რომ ეს არის სწორად და კარგი მეთოდოლოგიით, პირუთვნელად ჩატარებული კვლევა, რადგან მოლოდინი გვაქვს, რომ გაცილებით მაღალი იქნება საზოგადოების მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ კანდიდატების მიმართ, ვიდრე ეს წარმოდგენილია კვლევაში. ეს მარტივად გასაგებია. პირველი ტურის შედეგების მცოდნე და ქვეყნის პოლიტიკური ვითარების გამაანალიზებელი ადამიანისთვის, ვფიქრობ, ნულოვანი დამაჯერებლობა ჰქონდა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას აღნიშნული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner