logo_geo
eng_logo
ანატოლი ბოისა: ყველას მივმართავ, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, გავაკეთოთ სწორი არჩევანი, კახა კალაძეს მივცეთ ხმა და ხელი შევუწყოთ განვითარებასა და პროგრესს
- +

28 ოქტომბერი. 2021. 18:24

 

 

„ყველას მივმართავ, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, გავაკეთოთ სწორი არჩევანი, კახა კალაძეს მივცეთ ხმა და ხელი შევუწყოთ განვითარებასა და პროგრესს", - ამის შესახებ კალთბურთელმა, ანატოლი ბოისამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, ბევრი მიზეზი აქვს, რის გამოც კახა კალაძეს უჭერს მხარს და პირველ რიგში, ეს არის მისი შრომისმოყვარეობა.

 

„ეს არის პასუხისმგებლობის განცდა თითოეული თბილისელის, თითოეული თანამოქალაქის წინაშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მიზანდასახულობა, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა. მისი განვლილი ცხოვრებიდან ჩანს, რომ როდესაც მიზანს დაისახავდა, იმას ყოველთვის აღწევდა. ობიექტურად რომ შევაფასოთ და გადავხედოთ ჩვენს დედაქალაქს, კახა კალაძის პერიოდში უამრავი პროექტი განხორციელდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი შედგა, სადაც ახალგაზრდობა იყო ჩართული. ეს იყო პროექტები, როგორც განათლების, ასევე ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უამრავი ღია მოედანი და სკვერი აშენდა, რეაბილიტირდა, სადაც ძალიან უყვართ ყოფნა ჩვენს შვილებს, ჩვენ და უფროსი თაობის მოქალაქეებს“, - განაცხადა ანატოლი ბოისამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner