„გაზპრომი“ ცდილობს მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს", - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
ჟოზეფ ბორელის თქმით, ბუნებრივი აირი პოლიტიკურ იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული.
„ჩვენ ვხედავთ „გაზპრომის“ მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. ბუნებრივი აირი პროდუქციაა, რომლის ყიდვაც შესაძლებელია, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ჟოზეფ ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად.
ენერგოკრიზისის დასაძლევად ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდეტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
22 ოქტომბერს, ენერგოკრიზისის ფონზე, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.