„არავის დაუძალებია სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ვინც შიმშილობს, იმას ეკისრება პასუხისმგებლობა ცხადია. არავის დაუძალებია სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა. თუ საჭიროება იქნება პენიტენციური სამსახური მზად არის, რომ მოხდეს მისი კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისი ზომების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.